ჯეინ ოსტინის წიგნების 5 საუკეთესო ეკრანიზაცია

0

ზაფხულის ცხელ დღეებში გრილად წამოწოლა და ჭიქა კოქტეილის თანხლებით ჯეინ ოსტინის ყველაზე პოპოულარული ეკრანიზაციების ხილვა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა. თქვენთვის მეცხრამეტე საუკუნის გამორჩეული ფიგურის, ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მწერლის 5 საუკეთესო კინოადაპტაცია შევარჩიეთ, რომლებიც დღეს აუცილებლად გაგილამაზებენ.

1 ემა | Emma (1996 წელი) ჯეინ ოსტინის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური წიგნი არა ერთხელ გამხდარა რეჟისორების შთაგონების წყარო, სულ „ემას“ 4 ჰოლივუდური ეკრანიზაცია არსებობს და მიუხედავად 2020 წლის ნამდვილად წარმატებული კინოადაპტაციისა, დღეს ყურადღებას 1996 წელს გამოშვებულ ფილმზე გავაკეთებთ, რომელშიც მთავარ როლს უმშვენიერესი გვინეტ პელტროუ ასრულებს.

ფილმი ემა ვუდჰაუსის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ზაფხულის ცხელ დღეებში მეგობრების პირადი ცხოვრების მოგვარებითაა დაკავებული, თუმცა ერთ დღესაც თავად გააცნობიერებს, რომ პირადი ცხოვრება თავად საერთოდ არ გააჩნია.

გრძნობა და გონება | Sense & Sensibility (1995 წელი) ემა ტომპსონის სადებიუტო სცენარი ნამდვილად ერთ-ერთი წარმატებული კინოადაპტაციის საწინდარი გახდა. თავად ემამ ფილმში ელინორ დეშვუდის როლი მოირგო და ქეით უინსლეიტთან და ჰიუ გრანტთან ერთად მეტად სასიამოვნო, საინტერესო და დასამახსოვრებელი კინონაწარმი შექმნა. ფილმის ხილვა დღემდე დიდ სიამოვნებასთან ასოცირდება.

მენსფილდის პარკი | Mansfield Park (1999 წელი) ფილმმა არა ერთი კრიტიკა და ქარ-ცეცხლი გამოიარა ჯეინ ოსტინის წიგნების მოყვარულთაგან, თუმცა ამ 5-ეულში 1999 წლის ეკრანიზაციას თავისი ადგლი უკავია. ეს ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ფილმის რეჟისორი ქალი გახლავთ (პატრიცია როზემა). კინოადაპტაცია აქცენტს ისეთ მძიმე თემებზე აკეთებს, როგორიცაა მონობა, სექსუალური რეპრესია და ქალების მორჩილება.

#ჯეინოსტინი #მწერლობა #ხელოვნება
#კინოეკრანიზაცია
#კინოხელოვნება
Tbilisi
#ხელოვნება
0