0
TBILISI TODAY‼ და ჩემი მეგობრის კოტე ნიშნიანიძის ლექსი? შენ იყავი ძლიერი და ცალსახა. დღეს კი შენ ხარ ერთსახე და უსახური. ვინაც შენით სადმე დაიტრაბახა, ითაკილა შენს საქმეში სამსახური. სადაც მოგწვდა - ტყავი გაძრო, გაბახა! შეგაყვარა ყოფა იგი - ზნედ ხასური. ამ ტალახშიც სწორედ მაგან დაგმარხა და ამაშიც გამოგართვა საფასური! სწორედ იმან, ვინც არ გმარგლა, არ დაგხნა, დაგატირა დიადი დრო გარდასული.. ამოგთხარა, უმოწყალოდ გაგლახა, შეგიგინა ზნეობა და წმინდა სული. რა არ გაცხო, რა ნიშნით არ დაგდაღა ძეთა გიკლა სიკისკასე ჭაბუკური ალაყაფიც, როგორ გაგიპარმაღა.. ტილოც აღარ შეგარჩინა გასაწური.. არ ეცადა, ბორკილებიც არ დაგხსნა მიგატოვა მოხუცი და დაქანცული მერე მოთქვა - „ასე რამ გააგლახა? სად წაიღო ბრწყინვალება ალმასური“?
#politics
#news
0