ცხრა მთას იქით

0
ლეგენდის თანახმად, როცა ღმერთი ტოლერანტობის სასარგებლო მხარეებზე ქადაგებდა, ქართველები თუმრე „შატალოზე“ წასულან და როცა ღმერთს უკითხავს სად იყავითო, შენს სადღეგრძელოს ვსვამდითო. თურმე ღმერთს ისე ჰყვარებია ქართველები, რომ არ დანანებია მათი დაჯილდოვება. ვიზუალი- ყველაზე გამორჩეული. აზროვნება- გონებაგამჭრიახი. ნიჭი-ულევი და შესაძლებლობები უსაზღვრო. შესაბამისად ყველაზე საუკეთესოები რომ ვართ, ფობიამ შეგვიპყრო: „ქართველობას გვართმევენო!!!“. რა თქმა უნდა ყველაზე მოთხოვნადი ერი ვართ და სხვანაირად როგორ? არანაირი ტოლერანტობა. თითოეულ ჩამოსულ ტურისტს ეჭვის თვალით ვუყურებდით. მსოფლიომ პირი შეკრა ჩვენს წინააღმდეგ და ჩვენი დაშლა-გაყიდვა-განადგურება სურთ. ეს ისეთი შემაძრწუნებელი ამბავია, რომ ქართველებმა გადაწყვიტეს მიწაზე მუშაობის და მოვლის მაგივრად, გეგმა დასახონ როგორ გადაარჩინონ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. გაიშალა და შეივსო სუფრა, ჩამოასხეს სასმელები და ფიქრობენ. განწყობა სრულყოფილად შექმნილია, რადგან გრანდიოზული იდეები ჰომ მხოლოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მოდისო. აღმოჩნდა, რომ როგორც მოდის ასევე მეორე დღეს მიდის, შესაბამისად ხშირი სახე უნდა მიეცეს ამ ყველაფერს, რადგან მოტივაცია ხომ უნდა ჰქონდეთ. სამშობლოში ყველაფერი ეკუთვნის, უშრომელად და უფასოდ. მინდა გაგიზიაროთ ერთი ისტორია. მაისის მორიგი სასიამოვნო დღე იყო, როდესაც ესპანურენოვანი ტურისტების ინიციატივით, თბილისის შემოვლა დავიწყეთ. ბელადივით წინ მივუძღვოდი, სიამაყით სავსე. რა ლამაზი ქალაქი გვაქვს, მისი ძველი დაღრეცილი სახლებით. უცებ 90-იანი წლების თბილისი გამახსენდა, როცა ერთმანეთისგან დასაცავად, მთელი ქალაქი რკინის ფარდა-ჟალუზით იკეტებოდა. არც სასტუმრო იყო, სადაც სტუმარი ღამით გაათევდა. დღევანდელი თბილისი, როგორია? საოცარი აურის მატარებელი, უძველესი ქუჩებით, ატმოსფერული და ეხლა უკვე უსაფრთხო. ყველა კატეგორიის ადამიანისთვის გაჩნდა თავშეყრის ადგილი. გაჩნდა ყველა ბავშვის საყვარელი ადგილები, ვენდისი თუ მაკდონადსი. უგემრიელესი ქართული სამზარეულოს გარდა, სხვა ქვეყნების სამზარეულოც გვაქვს რესტორნებში. შანსი გაგვიჩნდა უცხო კულტურის გემოები გავსინჯოთ, გავეცნოთ რას ჭამენ იაპონელები, ჩინელები, როგორ იკვებებიან იტალიელები თუ ფრანგები.. გაჩნდa კლუბები, სადაც ადამიანებს ცეკვის, განსხვავებული მუსიკის მოსმენის საშუალება აქვთ. ყველაფერი ერთად უამრავ ახალგაზრდა ტურისტს იზიდავს.. ღამის ცხოვრება უცხოელი სტუმრებისთვის არაორდინარულ თავგადასავლად აღიქმება. მოვიარეთ ძველი და ახალი უბანი. თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში შესვლამ უამრავი დრო მოგვაგებინა. დროის მანქანას ჰგავს, რომელიც საუკუნის წინანდელ და უფრო ადრინდელ საქართველოში გამოგზაურებს. ოპტიმისტურია, როცა არსად გეჩქარება, როცა დრო შენი საკუთრება გგონია და დარწმუნებით იცი, იმიტომ გაგვიანდება, რომ მოასწრო. ტურისტებისთვის ფავორიტი, მაინც ძველი უბანი აღმოჩნდა და ბოლო დანიშნულების ადგილიც ეს იყო. ხედზე ფეხით ასვლა გადავწყვიტეთ. გზა და გზა იმდენი უძველესი და ულამაზესი სახლი შეგხვდა. გადავწყვიტეთ ერთ-ერთში შევსულიყავით. ეზოში ტრადიციულად ბავშვები თამაშობდნენ, იქვე ახლოს მშობლებიც ისხდნენ. მე იტალიურ ეზოში გავიზარდე. ატმოსფერო მართლაც რომ განსხვავებულია, გუნდურობა ახასიათებს, შესაბამისად რთულია მარტოდ იგრძნო თავი. აქ ხომ ყველამ ყველაფერი იცის შენზე. თუ მოახერხე ნებისმიერი ნივთის სახლში ისე შემოტანა, რომ სამომავლოდ კითხვები არ მოგაყარეს, ბანკის ძარცვაზე ფიქრი ნამდვილად ღირს. თუმცა ვისაც ეს არ გამოუცდია, სიტყვაზე უნდა მენდოს. ერთ-ერთი ტურისტი თამაშში გართულ ბავშვებს გაბადრული სახით უყურებდა. მშობლების მზერა დავაფიქსირე. თითქმის ყველას თვალებში ცხნობისმოყვარეობა ამოვიკითხე, ყველა აკვირდებოდა ჩემს სტუმრებს, რატომ იღიმის?, საიდან არის?, ბავშვებთან ახლოს ჰომ არ დგას? ტემპს მოვუმატე!, ოდნავ ძუნძულით მივედი სტუმრისკენ. ის ისევ მომღიმარი იდგა. მე გავუღიმე მშობლებს, შემდეგ მისკენ გავიხედე და ბოლოს ბავშვებს შევხედე. ისინი იდგნენ და ითვლიდნენ, რადგან გაერკვიათ თამაშს პირველი ვინ დაიწყებდა. ჩურჩულით ვკითხე -QUE PASA? (ესპანურად ნიშნავს რა ხდება-ს.) ესპანურენოვან სტუმარს სახე არც შეცვლია, გადმომხედა და კვლავ ბავშვებს გახედა. -MIRA!, SON MUY CARINOSOS... (შეხედე!. ძალიან საყვარლები არიან.) ფოტოების გადაღების შემდეგ, გასასვლელისკენ მივემართებოდით და ფანჯრისკენ გამეპარა თვალი. ეს გარდაუვალია როცა ნახევრად „ვიტრინიან“ სახლებს უცქერ. დავინახე ორი ბებო. ისინიც ითვლიდნენ.. იტალიურ ეზოში მცხოვრებთ გვიყვარს ფანჯრიდან ჭვრეტა და თვალთვალი. ვითვლით ყველაფერს - მათ შორის, ჩვენი ეზოს სართულებს და საღამოობით ჩუმ-ჩუმად ვათვალიერებთ მის ფარდაგადაწეულ ფანჯრებს. ერთი სიტყვით, სხვისი ყოველდღიური ცხოვრების კონტროლი გვიყვარს და ისე ვართ ამ პროცესით გართული, საკუთარი გვერდზე გვრჩება. გამოვედით გარეთ და ჩვენთვის განკუთვნილ სამარშუტო ტაქსიში ჩავსხედით. გზად სტუმარს ნოსტალგია შემოაწვა და დაიწყო წარსულის გახსენება. თურმე ხუთი და-ძმა ჰყავს, მთელი ბავშვობა ერთად გაატარეს. უნდოდა თუ არ უნდოდა, როგორი განაწყენებულიც არ უნდა ყოფილიყო მაინც ურიგდებოდა მათ. თან ნაბოლარა იყო და ყველა მას ატყუებდა, ეხუმრებოდა და სხვდასხვა სისულელეებით უჭედავნენ ტვინს. საბოლოოდ ყოველ საღამოს მაინც თავის და-ძმასთან ერთად ერთ მაგიდაზე ხვდებოდა. მამამისი ვერ იტანდა დაძაბულობას. ერთი დიდი ოჯახი ხართო, ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავდათ. სწორედ რომ ერთობა დაინახა ესპანელენოვანმა სტუმარმა ამ ბავშვებში. ჩვენ ღვიძლი და-ძმები ვართ და ეს მოცემულობა იმდენად ბუნებრივი იყო, რომ ნებისმიერ რამეს ვპატიობდით ერთმანეთსო. აქ კი სხვაგვარად არის. ეს ბავშვები ერთმანეთის სისხლით ნათესავები არ არიან, უბრალოდ მეზობლები არიან და ყოველ საღამოს არ უწევთ ერთ მაგიდის ირგვლივ დასხდომა. მე მათში დავინახე ენთუზიაზმით სავსე მზერა. ისინი ითვლიდნენ სამართლიანობისთვის, რადგან პირველობა ყველას უნდა. საკმაოდ ამბიციურები ხართ, ამის უფლებას არა მხოლოდ თქვენი ისტორია ან კულტურა გაძლევთ, არამედ დღევანდელი მოცემულობა. ამ ბავშვებს სწორი ამბიცია აქვთ, მათი მოზღვავებული ენერგია უნდათ სათავისოდ დახარჯონ. ეგოისტურია ეს მოსაზრება? კი, ასეა და ზოგს ნაკლებად ჰუმანური მოეჩვენება, მაგრამ გათვლაში ყველაფერია იმისთვის, რომ ცხოვრებაზე წარმოდგენა შეგექმნას. მაინც რა? პირველ რიგში, თავად იდეაშივე სამართლიანობა სუფევს. ახალ თაობას უკვე ესმის, რომ ყველა თანაბარშანსიანია. პროცესის დროს ცოტა იღბალიც გჭირდება, როგორც ცხოვრებაში. საჭირო დროს საჭირო ადგილას რომ ხვდები, ზოგჯერ იღბალსაც შეიძლება დავაბრალოთ. ხოლო ცოტა მაინც ხრიკებს თუ მიმართავ, შენს სასარგებლოდ შეგიძლია თვლის დამთავრება. ყველა ხერხი გამოიყენე თვლის მოსაგებად, ცოტა იღბალიც დაგეხმარა. მერე? სწორედ ეხლა გაქვს შანსი აუდიტორიაზე შთაბეჭდილების შექმნის. აქედან იწყება ყველაფერი, მაგრამ როგორც ცხოვრებაში, არც თამაშში ხარ დაზღვეული. შეიძლება სხვას შენზე კარგი სტრატეგია ჰქონდეს შემუშავებული. ბავშვები ითვლიან სიცოცხლით სავსე თვალებით, რომ მათი ენერგია მოახმარონ მათსავე სასარგებლო რამეს. მთელი დარჩენილი გზა, ცხრა მთას იქით მცხოვრები ესპანურენოვანი სტუმრების ხოტბას ვისმენდი. როგორი მადლიერები იყვნენ ყველაფრით. როგორც თბილისის სილამაზით და ისტორიით ამაყი მივდიოდი გზაზე, ასეთივე განცდა მქონდა მანქანაში მჯდომს. მიხაროდა რომ მხოლოდ წარსულის მოგონებებმა არ შეუქმნა ჩვენთან ჩამოსულ სტუმრებს შთაბეჭდიება. დიახ, ზოგჯერ გარკვეულ როლს ვირგებთ ხოლმე, მაგრამ ყველა როლი განიჭებს რაღაცის უფლებას და ამავდროულად გაკისრებს მოვალეობასაც. თუ ლიბერალი ხარ, მაშინ ყველაზე მიუღებელი აზროვნების ადამიანები უნდა აღიარო. სწორედ ლიბერალია ის ადამიანი, ვინც ივიწყებს იმ აზრს, რომ მხოლოდ მისნაირებით დასახლებული სამყარო და რეალობაა მშვენიერი. ეროვნულობა გვიყვარს? მაშინ შენი ერის ადამიანებს არ უნდა ერჩოდე. მოკლედ, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მწამს, რომ დღევანდელი მოცემულობით, ჩვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი აქვს. უსაზღვრო შანსებიც გვაქვს, რომ ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ქვეყანა ვიყოთ, უზომო მოგონებების გარეშე. რადგან ისინი უსაშველო რუკას ჰგავს, რომელიც ზედმეტად ბევრ რამეს გაჩვენებს და ამით უკვე უსარგებლო ხდება.
#Feedcgrant
#Feedc
#Feedcgrantproject
#grant
#future
#Success
#georgia
#tourism
#tourists
#ახალიამბები
#თბილისი
#მოგზაურობა
#ფსიქოლოგია
#ბლოგერი
#მოგზაურობა
#ახალიამბები
0