გორელ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ახალი შემთხვევებიდან ინფიცირებულთა შორის გორელი ექთანიცაა, რომელიც თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს. პარალელურად ის, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტია და სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში გორში დაბრუნება არ უწევდა. "ექთანი/სტუდენტი, რომელიც ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მუშაობს დაუდასტურდა covid-19. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ის გორში არ ყოფილა და თბილისში რჩებოდა, ამიტომ გორში, მისგან ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამ ეტაპზე მას ყველა საჭირო სამედიცინო მკურნალობა უტარდება", -განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#სიახლე
#გორი
#კორონავირუსი
წყარო - radiomosaic.ge
#ახალიამბები
0