თბილისის რესტორნები კოვიდ-პანდემიის გამო დაწესებულ ხანგრძლივ შეზღუდვებს აპროტესტებენ და 30 იანვარს, ერთი დღით, გატანის სერვისს აჩერებენ.
რესტორატორთა ასოციაციის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციისა და გასტრონომიის ასოციაციის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს სარესტორნო ბიზნესში ე.წ. ლოკდაუნით გამოწვეულ პრობლემებს და ამ პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს:
„ხელისუფლება ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე! იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ჩვენს ნაბიჯს, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილებითაა გამოწვეული“, - აღნიშნულია წერილში.
თამრიკო სიხარულიძის, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარის თქმით, ისინი მხოლოდ იმიტომ მიმართავენ პროტესტის ამ ფორმას, რომ მათი ხმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მივიდეს:
„ჩვენ სრულიად გვაქვს გასიგრძეგანებული, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია, თავადაც ამ საზოგადოების წევრები ვართ. ჩვენი სექტორი ისედაც თვითგადარჩენაზე და კადრების შენარჩუნებაზე მუშაობდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. საკუთარი მოქალაქეობრივი შეგნების და პასუხისმგებლობის ფასად. ჩვენთვის არავის მოუცია ერთიანი შემუშავებული სტრატეგია ან გეგმა, როგორ ვიარსებოთ, რა მიმართულებით ვიაროთ. ახლა კი, როცა, ფაქტობრივად, ყველა მოგვიწოდებს, რომ კოვიდთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, სანამ სრული ვაქცინაცია არ მოხდება და ჩვენც უკვე ვისწავლეთ და დავნერგეთ უსაფრთხოების და კოვიდრეგულაციების ყველა ზომა ჩვენს დაწესებულებებში, ისევ არავინ გვეუბნება, როგორი და რა სისტემა ან გეგმა აქვს ხელისუფლებას ჩვენს სექტორთან დაკავშირებით. არადა უკიდურესად მძიმეა ჩვენი ყოფა და ყოველდღიურობა“.
სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები 30 იანვარს შეუერთდებიან მთავრობის კანცელარიის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც.
შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებული იქნება მხოლოდ აჭარაში. სხვა რეგიონებში, მათ შორის, დედაქალაქში, რესტორნები და კვების ობიექტები, გააგრძელებენ მუშაობას გატანა-მიტანის სერვისით.
რესტორნების ჩამონათვალი, რომლებიც ერთი დღის წყვეტენ გატანის სერვისს:
1. შავი ლომი
2. ტაკერია
3. ხაშერია
4. ლეგატო
5. ქეთო და კოტე
6. რესტორანი კერა
7. წისქვილი ჯგუფი
8. მეგრული სახლი
9. სტეიკჰაუსი#1
10. ზ10
11. ხამანწკა ბარი
12. სულიკო
13. თონე
14. ბარბარესთან
15. ტაბლა
16. წისქვილი წყნეთი
17. ბლექ დოგი
18. მულენი
19. Number 8 Brewery & Bars
20. ზაზანოვა
21. სალობიე ბია
22. ბურგერ ჰაუსი
23. ონორე
24. ბიკენტიას საქაბაბე
25. მარანი
26. მარანი ჰოლი
27. ბურგერკლასიკო
28. შტელცეს სახლი
29. კაფე დისქავერი
30. დოლჩე დი პარადიზო
31. მწვანე ტერასა
32. ღვინის ბარი საფერე
33. რაჭის უბანი
34. ჩიქენ გაიზ
35. ვერიკო
36. ეისიდ ბარი
37. სოფია მელნიკოვას ფანტასტიური დუქანი
38. Chacha Time
39. თამთაკი
40. ჯი.ვინო
41. Coffee LAB
42. ეკლერ დე ჟენი
43. გაგრა
44. ბარი ქიქოძე
45. შატროვანი
46. პომოდორისიმო
47. საბადურები
48. სტრადა
49. ქენდი
50. თავადური
51. კუდები
52. ხინკლის სახლი ივერონი
53. კალინა
54. ბინა 37
55. გალა
56. ტერა ვაინი
57. დარაბები
58. მზიურის კაფე
59. ჩაის სახლი
60. მაესტრო
61. ლინვილი
62. კახელები ბელიაშვილზე
63. კახელები (ლილო)
64. Prospero’s Cafe
65. რესტორანი ზალა
66. პიანი ბაზარი
67. წიბახა გეიმ ქლაბი
68. სახელოსნო ბარი
69. სესილია
70. ჯაზზ როკ კაფე
71. დედაენის ბარი
72. ბარი მაკულატურა
73. ბარი ათონელი
74. Barbar’a Gastro Bar
75. ბაბალე
76. ჩაბას ჯაზ როკ კაფე
77. მეობა
78. დაფნა
79. პიანო
80. ფასანაური
81. ბერნარდი
82. შემოიხედე გენაცვალე (მარჯანიშვილზე)
83. Bernard Sushi
84. Cecilia City Cafe
85. სახაჭაპურე N1
86.ჩვენი
87. Warsteiner
88.Chef Saradjeff
89. ბარი ჯეირანი
90. Success Bar
91. Valiko Mansion
92. RIKEze
93. ალიბი
94. პაბი მაკლარენი
95. ვარშავა ბარი
96. ბარაკონი
97. Lola's sweets
98. ქეთის ბისტრო
99. ვერის დუქანი
100. მოზაიკა ბარი
101. ბურგერ ბარი
102. რესტორანი "ჩიქოვანი"
103. ბარი ამბავი
104. მექსიკური კესადია
105. ბუხარი
106. აფხაზეთი
107. კოლხეთი
108. იტალიური გალერეა
109. ჯორჯიან გალერი
110. ფუდ მენეჯმენტ ჯგუფი
111. სითი კაფე
112. კაფე ბლუმი
113. ERTI KAVA coffee room
114. ჭაშნაგირი ბელიაშვილზე
115. ჭაშნაგირი ნატახტარში
116. ჭაშნაგირი საბურთალოზე
117. პალატი
118. ბადია
119. გორგასალი
120. მასპინძელო ბეთანია
121. ოტიუმი
122. უბანი
123. მეტეხის ჩრდილი
124. მასპინძელო
125. პურის სახლი
126. კაფე C'est la vie
127. კაფე ინტელიგენცია
128. კოფე ბინი
129. აკასაკა Akasaka
130. 8000 მოსავალი
131. რესტორანი "ტიფილისი"
132. Pizzarium
133. Cafe bar Tatine
134. რესტორანი ვარციხის მარანი
135. სენდვიჩ ბარი
136. Black sea burger
137. ჩინური რესტორანი "პიკასო"
138. სეიდაბადი
139. woodstok
140. ბარი შოთი
141. Respublika Grill Bar
142. პაცცა
143. Smash Georgia
144. შუშაბანდი
145. სუზი ვონგი
146. Gochits Burger (8 ობიექტი)
147. გრილ მორი
148. აფხაზური რესტორანი ამრა
149. პაბი ნალი
150. ვინო ანდეგრაუნდი
151. რეატორანი თბილისი
152. ბიარ თაიმი
154. რივერსაიდ ბაბილო
155. რესტორანი გუდა
156. Cocktail Factory
157. სახინკლე "100 ხინკალი"
158. რამეკაი
159. რესტორანი ადრე
160. ბოტანიკა
161. ბანგკოკი
162. რესტორანი ორთაჭალა
163. რესტორანი ბაბილო ჰოლი
164. გრილმორი
165. სოდა ბარი
166. Archive Bar,
167. Woland speakeasy,
168. American Dinner
169. შინაურა
170. ამელი (რეგიონი კახეთი)
171. კაფე ოლდ სქული
172. რესტორანი "მრავალჟამიერი"
173. შატრე
174. პაბი დუბლინი
175. Old School
176. რესტორანი სტელა არტუა
177. ვეფხვი და მოყმე
178.კანუდოს ეთნიკ
ბარი
179. კაფე-ბარი ბლექ თაიმი
180. Prince Bar
181. ლუდის რესტორანი 9 მთა
182. პაბი "Buffalo Bill"
183. რესტორანი "სოფიკო"
184. რესტორანი "მიდამო"
185. "შინ და გორი" (ქართლი, გორი)
186. გრაფ სენდვიჩი
187. ძინ ჩაო
188. კაფე ასკილი
189. კრევეტები.ჯი
190. უკვე
191. Pita Lab
192. Foodbox
193. Doner Box
194. კაფე შუქურა
https://www.radiotavisupleba.ge/a/31077199.html