ტრამპი: დასვით ბაიდენი სერიოზულ ინტერვიუზე და მიწაზე დაეცემა ტირილით - დედიკო, დედიკო, გთხოვ, სახლში წამიყვანე

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეჭვის ქვეშ დააყენა ჯო ბაიდენის შესაძლებლობა სერიოზულ ინტერვიუში მონაწილეობასთან დაკავშირებით. „დასვით ბაიდენი სერიოზულ ინტერვიუზე და მიწაზე დაეცემა ტირილით და დედამის დაუძახებს. იტყვის: დედიკო, დედიკო, გთხოვ, სახლში წამიყვანე“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენი გონებრივად გადაიღალა. „დაე, თავისი სარდაფიდან გამოვიდეს. დღეში ოთხი-ხუთი გამოსვლა მაქვს. ინტერვიუს ყველას ვაძლევ. მათთაც კი, ვინც ვერ მიტანს. ყველაფერზე სათანადო პასუხი მაქვს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. მან ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის პოსტისთვის კომპეტენტური არ არის