სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ქაბულში მოხმდარი აფეთქებების შედეგად
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ავღანეთის პოლიციის თანახმად სულ მცირე სამი სამოქალაქო პირი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა ქაბულში შაბათს მომხდარი სამი სხვადასხვა აფეთქების შედეგად
დაღუპულთა შორის არის ავღანეთში მცხოვრები ინდუისტური რელიგიის ერთ მიმდევარი.
პასუხისმგებლობა ქაბულში მომხდარ აფეთქებებზე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. პოლიციაში, სადაც ინცინდენტს იძიებენ, აცხადებენ, რომ ბოლო ხანს ინდუისტებისა და სიკჰების წინააღმდეგ მომხდარ სასიკვდილო იერიშებზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმიწფოსთან“ დაკავშირებულმა ჯგუფებმა იკისრეს.
“ისლამური სახელმწიფო“ იდგა შარშან მარტშიც ქაბულში სიკჰების სალოცავ სახლში მომხდარი აფეთქების უკან, რასაც 25 მლოცველის სიცოცხლე შეეწია.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31089508.html
#ახალი_ამბები
#twitter