მდინარე ენგურში ხანდაზმული მამაკაცი დაიხრჩო.

Zugdidi Daily

საქართველო-აფხაზეთის საზღვართან გუშინ უბედური შემხვევა მოხდა. მდინარ ენგურში ხანდაზმული მამაკაცი დაიხრჩო. ხანდაზმული მამაკაცი გალის რაიონის სოფელ ოქუმოს მკვიდრია, ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში კუთვნილი პენსიის ასაღებად, მდინარე ენგურის საშუალებით, არაოფიციალური გზით გადმოდიოდა. თვითმხილველების ინფორმაციით ოთარ ჯობავა სწორედ მდინარე ენგურის გადმოლახვის დროს დინებამ გაიყოლა და დაიხრჩო. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გალის რაიონის ერთ-ერთი მკვიდრი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : “არავის არ უშვებენ ე.წ საზღვარზე და ყველა იძულებული ხდება ეს საზღვარი არაოფიციალური გზებით, რისკის ფასად გადმოლახოს. არ არსებობს არანაირი პირობა ოკუპირებულ გალში. ხალხს შია, ჩვენი ძირითადი შემოსავალი-თხილი 2 ლარი ღირს. ა ვქნათ, რითი ვიარსებოთ და ასე გვიწევს ცხოვრება, რისკის ფასად, ან მდინარეში ჩავიხრჩობით ან რუსი დაგვახლის ტყვიას.” #საქართველო #აფხაზეთი #გალი #საზღვარი #უბედურიშემთხვევა #მდინარე #ენგური #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com