სხეულზე ბევრი დაზიანებების გამო, ოჯახის წევრებს ბაჩალიაშვილის ცხედრის ნახვის უფლებას არ აძლევენ

Pirveliradio Ge

გავრცელებული ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედრის ნახვის უფლებას ოჯახის წევრებს არ აძლევენ, მიზეზად გარდაცვლილის სხეულზე ბევრი დაზიანებები სახელდება. ცნობისთვის ცოტახნის წინ, თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სახლში გადაასვენეს. ოჯახის ახლობლები და ნათესავი თავის მოკვლის ვერსიებს გამორიცხავენ. მათი თქმით გარდაცვლილს ოჯახში არანაირი პრობლემა არ ქონდა, თავად მშვიდი და გაწონასწორებული ხასიათით გამოირჩეოდა. ბაჩილიაშვილის გარდაცვალების მიზეზს ისინი სამსახურს უკავშირებენ, გამოძიებას კი უნდობლობას უცხადებენ. მოვუსმინოთ მათ ამ კომენტარებს.