მტკიცებულება ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ჩინეთში ლაბორატორიაში არ შექმნილა - ენტონი ფაუჩი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142780 აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ უარყო ვერსია იმის თაობაზე, რომ კორონავირუსი ჩინეთში, უხანის ლაბორატორიაში წარმოიშვა. მისივე თქმით, მას არ სჯერა ალტერნატიული თეორიის, რომლის თანახმად, ვიღაცამ ვირუსი ველურ ბუნებაში აღმოაჩინა, ლაბორატორიაში მიიტანა, საიდანაც ვირუსმა შემდეგ შემთხვევით გაჟონა. „თუ შევხედავთ ვირუსის ევოლუციას ღამურებში, მეცნიერული მტკიცებულებები ძალიან, ძალიან ადასტურებს, რომ ეს არ შეიძლება ხელოვნურად შექმნილიყო ან გამიზნულად ყოფილიყო მანიპულირებული. დროთა განმავლობაში ევოლუციას თუ დავაკვირდებით, ეს ძლიერი განმსაზღვრელი იქნება, რომ ვირუსი ბუნებრივად გაჩნდა და შემდეგ სხვა სახეობებზე გადავიდა“,-აღნიშნა ფაუჩიმ.