ხობის სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა

Zugdidi Daily

კორონავირუსის შემთხვევების გამო ხობის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდა. როგორც რადიო "ათინათს" სკოლის დირექტორმა კობა კვიკვინიამ უთხრა Covid-19 სასწავლო დაწესებულების 4 თანამშრომელსა და 2 მოსწავლეს დაუდგინდა. მისივე თქმით, ინფიცირების პირველი შემთხვევა  17 ოქტომბერს დადასტურდა. "ინფიცირებულია სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც ამავე დროს მასწავლებელია, ასევე ორი პედაგოგი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის თანამშრომელი და ორი მოსწავლე. გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, რის შესახებაც მოსწავლეებს დამრიგებლებმა მიაწოდეს ინფორმაცია, გავავრცელეთ სოციალურ ქსელშიც", - თქვა დირექტორმა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 5 ხობში. ყველა მათგანი უკვე ინფიცირებული პირის კონტაქტია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #კორონავირუსი#სამეგრელო #ზუგდიდი #zugdididaily წყარო: რადიო ათინათი