6 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 საკარანტინო სივრციდან - მარინა ეზუგბაია

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142862 ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 610-ს აღწევს. 6 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 საკარანტინო სივრციდან, არსებულ წყაროებთან დაკავშირებული. „გუშინ დილით ამ დროისთვის გვყავდა 604 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ექვსი ახალი შემთხვევა და გახდა 610. საქართველოში 240 გამოჯანმრთელებული გვყავდა, დაგვემატა 29 და გვყავს 269 გამოჯანმრთელებული პაციენტი“, – განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე განმატებით, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-ცენტრებში 332 პაციენტი მკურნალობს.