საპროტესტო აქციების შემდეგ, ყირგიზეთის პრეზიდენტი გადადგა
On.ge
ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტი, სორონბაი ჟეენბეკოვი თანამდებობიდან გადადგა. ჟეენბეკოვის განცხადებით, ქვეყნისა და ერის ერთიანობა და სიმშვიდე საზოგადოებაში მისთვის უპირველესია. მისივე თქმით, თანამემამულეების სიცოცხლეზე ძვირფასი მისთვის არაფერია.
https://on.ge/story/66505-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92-%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%90
"სამწუხაროდ, დაძაბულობა არ იკლებს. ჩემს გადადგომაზე მოთხოვნა გრძელდება. განვითარებულ მოვლენებს ორმხრივ კონფლიქტამდე მივყავართ. არ მინდა ისტორიაში შევიდე პრეზიდენტად, რომელმაც თავის მოქალაქეებს ესროლა და სისხლი დაღვარა. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე", — განაცხადა ჟეენბეკოვმა თანამოქალეებისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
#News