ვინ არის საზოგადოების მტერი?
Tbilisi Daily
ვინ არის სინამდვილეში იგორ გიორგაძე და რა იმალება მისი ქმედებების მიღმა? ვისი ინტერესებს ემსახურებოდა და რატომ გაიქცა მაინდცმაიანც რუსეთში ?
იგორ გიორგაძე არის საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი, რომელიც 1995 წელს ქვეყნიდან გაიქცა. მის მრავალ დანაშაულებრივ საქმეებს შორის, რომელსაც საქართველოს სასამართლო წლების განმავლობაში იძიებდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მიმართ ტერაქტის ბრალდება.
90-იანი წლები საქართველოში დესტაბილიზაციისა და არეულობის სახელითაა ცნობილი. ახლა კი, იმისათვის რომ უკეთ აღვიქვათ იგორ გიორგაძის პერსონა, გავიხსენოთ შავ-ბნელი წლები. ამ პერიოდში მძვინვარებდა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფი "მხედრიონი" რომელიც არცერთ ხელსაყრელ მომენტს არ ტოვებდა, იმისათვის რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აჯანყება მოეწყო, რადგან ეს მათი არსებობის ერთადერთი რეალური მიზეზი გახლდათ. ასევე აუცილებლობა მოითხოვს ვახსენოთ რუსეთისა და კრემლის აგენტები, რომლებსაც პირდაპირ გაჰქონდათ ქვეყნის საიდუმლო ინფორმაცია და კრემლის უშუალო დავალებით მოქმედებდნენ.
1995 წელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სწორედ ამ დროს მივიღეთ ის კონსტიტუცია, რომელიც არა 78 წლის გაგრძელება, არამედ ნოე ჟორდანიას მიერ შემუშავებული 1921 წლის კონსტიტუციის სამართალმემკვიდრე იყო. ამით ქვეყანა აღიარებდა, რომ მისი იურისპუდენცია არა საბჭოთა მემკვიდრე, არამედ დამოუკიდებელი იყო. ამ კონსტიტუციის ლეგიტიმაციის დღეს ედუარდ შევარდნაძის წინაარდმგე მოეწყო ტერაქტი, რომლის ორგანიზებაშიც, სხვებთან ერთად იგორ გიორგაძეც ბრალდებულად ითვლება. საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიხედვით, იგორ გიორგაძეს მხედრიონი ე.წ "კრიშად" იყენებდა, რადგან იგი უშიშროების მინისტრი იყო, თუმცა სერიოზულად მას არავინ აღიქვამდა, ეს იყო რიგითი კრემლის აგენტი, რომელიც საკუთარ თავს დამნაშავეთა დახმარებითა და რუსეთის პოლიტიკის გატარებით იმკვიდრებდა და დღემდე ამას აგრძელებს.
მომხდარი ფაქტების ჯაჭვულობის შემდეგ, იგორ გიორგაძე კრემლში გაიქცა. საქართველოს ყველა ხელისუფლებამ იცოდა მისი საქმიანობისა და ადგილმდებარეობის შესახებ, რადგან გიორგაძე მოსკოვიდანაც არ ისვენებდა, თუმცა ათობით ტერორისტულ საქმეში ბრალდებული ჩვენამდე არ მოსულა. ბოლოს სასამართლომ დახურა მისი საქმე და განაცხადა, რომ ამ ფაქტების შემდეგ 22 წელი გავიდა და რეალური დეტალები მის საქმეს არ დამატებია, რაც ბუნებრივია, რადგან იმ დროს მოღვაწე პირთა გარკვეულად დიდი ნაწილი ან გარდაიცვალა ან მძიმედ იმყოფება.
პრესაში უკვე დიდიხანია ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ც-ჰეპატიტით 1 დღეში 30 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო მათზე მომაკვდინებელ პრეპარატებს ლუგარის ლაბორატორია ცდიდა. იცით რუსული პრესა წყაროდ ვის უთითებს, როდესაც ამ საკითხზე საუბრობს? სწორედ იგორ გიორგაძეს.
ფაქტები ცხადყოფს, რომ გიორგაძე არასდროს ყოფილა ძლიერი მოთამაშე, არც რაიმე სერიოზული ფიგურა. მისი სახელი პირდაპირ უკავშირდება რუსეთს და რუსეთის მიერ გაცემულ ბრძანებებს, რომელიც დებოშისა და გადატრიალებისაკენაა მიზანმიმართული. რუსეთის მოტივები ნათელია, თუმცა რაში დასჭირდა საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრს ქვეყნის წინააღმდეგ ამდენი დანაშაულის ჩადენა და რუსეთში გაქცევა, ბოლომდე ცნობილი არ არის.
#ტერორიზმი
#ინტერპოლი
#პოლიტიკა
#90იანები
#მხედრიონი
#შევარდნაძე
#დამნაშავე
#ბრალდებული
#TbilisiDaily