პოლიტიკოსს, რომელიც ამბობდა, რომ ტალახის აბაზანები კორონავირუსისგან იცავდა, ვირუსი დაუდასტურდა

Tbilisi Daily

ინ­დო­ელ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, რომ ტა­ლა­ხის აბა­ზა­ნე­ბი ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან იცავს და იმუ­ნი­ტეტს გა­მო­უ­მუ­შა­ვებს, COVID-19-ით და­ინ­ფი­ცირ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ "დე­ი­ლი მე­ი­ლი“ავ­რცე­ლებს. სუ­კბირ ჯა­უ­ნა­პუ­რია რა­ჯას­ტა­ნის შტა­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია ინ­დო­ე­თის პარ­ლა­მენ­ტში და იმ 24 პო­ლი­ტი­კოსს შო­რი­საა, რომ­ლებ­საც ინ­დო­ე­თის მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 14 სექ­ტემ­ბერს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­დათ.ჯა­უ­ნა­პუ­რი­ამ ერთი თვით ადრე "ფე­ის­ბუ­ქის“ გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ჩან­და, თუ რო­გორ იჯდა ის შიშ­ვე­ლი ტა­ლახ­ში და მთე­ლი სხე­უ­ლი ტა­ლა­ხით ჰქონ­და და­ფა­რუ­ლი.."გა­დით გა­რეთ, ია­რეთ წვი­მა­ში, იმუ­შა­ვეთ ფერ­მა­ში, იჯე­ქით ჭუ­ჭყში, ადა­მი­ა­ნი იმუ­ნი­ტეტს ასე გა­მო­ი­მუ­შა­ვებს“, - ამ­ბობ­და ინ­დო­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი.ცნო­ბის­თვის, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით, ინ­დო­ე­თი მსოფ­ლი­ოს მე­ო­რე ქვე­ყა­ნაა და ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, იქ COVID-19-ის 5.1 მი­ლი­ო­ნი შემ­თხვე­ვაა აღ­წე­რი­ლი.