თბილისში ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირი შეიჭრა და სავარაუდოდ მძევლებიც აიყვანა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თბილისში, მეტრო „ავლაბრის“ მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა.სავარაუდოდ მან მძევლები აიყვანა. არსებული ინფორმაციით, შენობაში ერთი თავდამსხმელია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. რამდენიმე წუთის წინ კი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებიც მივიდნენ. პოლიციამმეტროს მუშაობა შეაჩერა და ტერიტორიიდან მიმდინარეობს მოქალაქეების გაყვანაც.