გიგა ოთხოზორიას მკვლელობის დეტალები და სოხუმის პროპაგანდისტული განცხადება

Sokhumi Daily

19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზმა მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. ოთხოზორიას ორი სამხედრო ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ჭრილობა მიაყენეს. ერთი ტყვია მას შუბლში აქვს მოხვედრილი. თვითმხილველთა თქმით, ეს არის აფხაზი მესაზღვრე, ტყვარჩელის მკვიდრი, რაშიდ კანჯი-ოღლი. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შელაპარაკების შემდეგ ოთხოზორია უკან, ქართული საგუშაგოს მიმართულებით გამოტრიალდა, თუმცა მას ორი აფხაზი მესაზღვრე დაედევნა – ცეცხლი მას უკვე საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუხსნეს. აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია 31 წლის იყო და ოჯახთან ერთად ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახლა კი ვნახოთ როგორ მოახდინეს ამ ინფორმაციის ტრანსფორმაცია სოხუმში რით გაიმართლეს თავი ოკუპანტმა სეპარატისტებმა : ოთხოზორია თავის ამხანაგთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე პროდუქტებით დატვირთული საზიდრის გადატანას ცდილობდა. თუმცა, მას არ ჰქონდა აფხაზეთში შესვლისათვის საჭირო საშვი, რომელსაც ადგილობრივი ადმინისტრაცია გასცემს. ამის გამო, მას სასაზღვრო პუნქტის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. ამხანაგი, რომელიც ოთხოზორიას ახლდა, აღარ შეკამათებია მესაზღვრეებს და უკან, საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნდა. ოთხოზორია კი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მოითხოვდა, რომ მისთვის აფხაზეთში გადასვლის საშუალება მიეცათ. იგი ხმამაღლა იგინებოდა, მესაზღვრეს ემუქრებოდა და დებოშის მოწყობას ცდილობდა. ოთხოზორიას სათანადო პასუხი გასცეს, რის შემდეგაც ის უკან გაბრუნდა. აფხაზი მესაზღვრე დაეწია ოთხოზორიას და ტაბელური იარაღიდან მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნა. აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ, აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის (‘წინასწარ განზრახული მკვლელობა’) საფუძველზე, აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის სამესაზღვრეო რაზმის სამხედრო მოსამსახურის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, თავშეკავებულობა გამოიჩინოს და უარი თქვას შორს მიმავალი დასკვნების გაკეთებაზე მანამდე, ვიდრე უახლოეს მომავალში, ინციდენტებზე რეაგირებისა და მათი თავიდან აცილების მექანიზმების ფარგლებში შესაბამისი განხილვა არ შედგება და, ამას გარდა, აფხაზეთში მიმდინარე გამოძიების შედეგები არ გაცხადდება. აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, რუსეთი ოკუპანტია ! ჩვენი მოქალაქეები კი ჩვენსავე ტერიტორიაზე სეპარატისტების გამო კვდებია, ამის პრევენციას კი არცერთი ხელისუფლება ცდილობს. დეტალები ოთხოზორიას გარდაცვალებისა და სოხუმის განცხადების შესახებ - წყარო - JemNews #სოხუმი #აფხაზეთი #გიგაოთხოზორია #SokhumiDaily