ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
80 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ლოტბარი თემურ ქევხიშვილიგარდაიცვალა.
1961-1976 წწ. თემურ ქევხიშვილი იყო ანსამბლ „გორდელას“ერთ-ერთიდამაარსებელი და წევრი; წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ „ოროველას“, „იმედს“, „დარიალს“, ანსამბლ „ჟურნალისტს“. იყო ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი; 1981-1990 წწ. იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი; გასტროლებზე იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა.