თამარ ბაჩალიაშვილის მამა - ,,თურმე, პრობლემები ჰქონია"
Tbilisi Daily
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ თამარი სამსახურიდან განერვიულებული ბრუნდებოდა.
გარდა ამისა, როგორც ის ამბობს, გამომძიებლებმა მას უთხრეს, რომ თამარის კონმპიუტერის გახსნის შემდეგ გაირკვა, რომ ახალგაზრდა ქალს პრობლემები ჰქონდა.
,,სამსახურიდან განერვიულებული მოდიოდა, ვეუბნებოდი, რა გჭირს შვილო - არაფერს ამბობდა. კომპიუტერი ვის ხელშიც იყო, ის პირი, გამომძიებელი მეუბნება, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ყოფილაო", - განაცხადა ბაჩალიაშვილის მამამ.
ცნობისთვის, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგო გარდაცვლილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ტყეში, ავტომობილში ნახეს.