უკრაინის თავდაცვის მინისტრი პირველი ფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ანდრი ტარანი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"მინისტრებმა ქვეყნების საერთო გამოწვევებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ძირითად გამოწვევად რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია-ანექსია რჩება, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას", - ვკითხულობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრესრელიზის მიხედვით, მათ ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა შავი ზღვის უსაფრთხოება, ქვეყნებში დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და ნატოსთან თავდაცვის ძალების ურთიერთთავსებადობა.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30792225.html
#ახალი_ამბები
#twitter