ლეღვაში ოჯახებს კიტრის ჩითილი დაურიგდათ
Batumi Daily
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მოქალაქეებს კიტრის ჩითილი დაურიგდათ. სოფელში თითო ოჯახს 7 ჩითილი ერგო, თუმცა ზოგს ნაკლები შეხვდა.
კიტრის ჩითილი ოჯახებს კორონავირუსით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაურიგდათ. აღნიშნული პროგრამის გაგრძელება იგეგმება აჭარის მთელ ტერიტორიაზე და მიზნად სოფლის მეურნეობის ხელშეწყობას ისახავს. საერთო ჯამში, პროგრამა 150 000 ლარი დაჯდება და ჩითილი ეტაპობრივად, მაისის ჩათვლით დაურიგდება ოჯახებს.
"ბათუმელების" ინფორმაციით, ჩითილების წარმოება წელს პირველად დაიწყეს "აგროსერვისცენტრში". თესლი, ძირითადად, ჰოლანდიიდან შემოაქვთ.
#ჩითილი #ქობულეთი #ლეღვა #მუნიციპალიტეტი #batumidaily