მოვუწოდებთ მოსახლეობას, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით სტუმრიანობას მოვერიდოთ - თამარ გაბუნია

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

თამარ გაბუნია მოსახლეობას მოუწოდებს შობის ღამეს ნუ დაივიწყებენ პრევენციული ღონისძებების დაცვას, მოერიდონ ხალხმრავლობას და სტუმრიანობას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ დღეს სასულიერო პირებსაც მოუწოდა საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში არ მიიღონ მსახურებაში მონაწილეობა. 'კიდევ ერთი დაანონსებული შერბილება შეზღუდვების იქნება 6 იანვრის ღამეს, რაც გამოიხატება შეზღუდვის მოხსნასთან გადაადგილებასთან დაკავშირებით. შობისდღესასწაულს ასევე უკავშირდება ეკლესიებში ხალხმრავლობა, უკავშირდება სტუმრიანობა. ეს ყველაფერი რისკის მატარებელია და ამ დროს ერთადერთი რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ის და ისევ არის, რომ მოსახლეობას მოვუწოდოთ ნუ დავივიწყებთ პირადი დაცვის საშუალებებს და მოვერიდოთ სტუმრიანობას. რაც შეეხება ეკლესიებში ინფექციის გავრცელების კონტროლს. უკვე რამდენიმე კვირაა დაავადებათა კონტროლმა დაიწყო სამღვდელოებისთვის ტესტირებისშეთავაზების პროექტი. თუ რელიგიურ პირებშიოდნავ მაინც არის სავარაუდო ან საეჭვო შემთხვევა მოხდეს მისი დროული იდენტიფიცირება და ამ პირმა მსახურებაში იმ კონკრეტულ დღეს არ მიიღოს. ეს არის პრევენციული ღონისძება'-განაცხადა თამარ გაბუნიამ.