გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება არაკვალიფიციურად მიმდინარეობს - დეკანოიძე
Pirveliradio Ge
გიორგი შაქარაშვილის საქმის გამოძიება არაკვალიფიციურად მიმდინარეობს - ასე აფასებს საგამოძიებო ორგანოების ქმედებებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე. მისი ვარაუდით, ხელისუფლება გარიგებულია კრიმინალურ სამყაროსთან, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეებს დროულად და ობიექტურად არ იძიებენ.
"ძალიან ბევრი კითხვებია გამოძიების მიმართულებით, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების, ასევე ექსპერტიზის მიმართულებით, რითი დადგა გარდაცვალება ახალგაზრდა ადამიანის და რატომ იყვნენ და ვინ არიან ეს ზონდერ სპორტსმენები, რომლებიც სარგებლობენ ძალიან მაღალ წრეებში მფარველობით," - აცხადებს დეკანოიძე.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=146894