რა შემთხვევაში შეიძლება გადაიდოს ეროვნული გამოცდები აგვისტოსთვის
Tbilisi Daily
დღევანდელი მდგომარეობით ჩვენ ვამბობთ, რომ ეროვნული გამოცდები იგივე ფორმატით და იგივე დროს ჩატარდება. შესაბამისად, ჩვენ ორიენტაცია გვაქვს ივლისზე, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ერთიანი ეროვნულ გამოცდებს აგვისტოში მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიტანენ, თუ ამას ეპიდსიტუაცია მოითხოვს.
„როგორც წინა წლებში, ზუსტი თარიღები ცხადდება ივნისში და ივნისში ყველას გვექნება გაცილებით უფრო მკაფიო და უკეთესი სურათი ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, ეს არის თარიღების ცვლილება და აგვისტოში გადატანა. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ეპიდსიტუაცია და იქნება მკაფიო რეკომენდაცია სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისგან“, - აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.