ბრიტანეთმა კოვიდ-19-ის შესაძლო ვაქცინის 90 მილიონი დოზა დააზღვია
Headline
ოფიციალურმა ლონდონმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კოვიდ19-ის შესაძლო ვაქცინის 90 მილიონი დოზა დააზღვია, თუკი ეს ვაქცინა ეფექტური და უსაფრთხო იქნება. ამის შესახებ ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების მდივანმა, ალოკ შარმა განაცხადა.
ბრიტანეთი ამჟამად 230 მილიონ პოტენციური ვაქცინის დოზას ფლობს. კოვიდ19-ის საბოლოო ვაქცინა ჯერ არ შემუშავებულა, თუმცა კვლევები რამდენიმე შესაძლო ვაქცინის ვარიანტზე მიმდინარეობს. ქვეყანამ სამი შესაძლო ვაქცინის დოზა წინასწარ დააზღვია.
ალოკ შარის განცხადებით, ამგვარად ბრიტანეთს ექნება შესაძლებლობა ვაქცინით დაიცვას ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან და ეს ყველაფერი მაქსიმალურად ნაკლებ დროში მოხდება.
იმ შემთხვევაში, თუ ვაქცინაზე შექმნის პროცესი წარმატებით დასრულდება, კომპანიები წლის ბოლომდე 100 მილიონი დოზის გამოშვებას გეგმავენ. ხოლო 2021 წლის ბოლოსთვის კი 1.2 მილიარდი დოზა იქნება ხელმისაწვდომი.
შესაძლო ვაქცინაზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს კვლევები და 2020 წლის ბოლოსათვის ვაქცინაზე უკვე კლინიკური ცდები დაიწყება.
ოფიციალურმა ლონდონმა ორშაბათს ასევე განაცხადა, რომ მათ დააზღვიეს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები იმისათვის, რომ საზოგადოების ის ნაწილიც დაიცვან ვირუსისაგან, რომლებიც აცრის გაკეთებას ვერ მოახერხებენ.
წყარო: Reuters
სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
#headline
#coronavirus
#UK
#vaccine
#კორონავირუსი
#ბრიტანეთი
#ვაქცინა
#ახალიამბები