ტრამპმა უოლტერ რიდის საავადმყოფო უკვე დატოვა, ის გულშემატკივრებს მანქანიდან მიესალმა
Pirveliradio Ge
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უოლტერ რიდის საავადმყოფო უკვე დატოვა და საავადმყოფოს წინ შეკრებილ მხარდამჭერებს მანქანიდან მიესალმა. ტრამპმა მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ინფორმაციას „ფოქსნიუსი“ ავრცელებს.
თეთრი სახლის ლიდერმა გულშემატკივრებთან შეხვედრის ვიდეო საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზეც გამოაქვეყნა.
„ძალიან ვაფასებ ყველა ჩემს გულშემატკივარს და მხარდამჭერს, რომლებიც ახლა საავადმყოფოს გარეთ არიან. ფაქტია, რომ მათ ძალიან უყვართ ჩვენი ქვეყანა და ხედავენ, რომ მას უფრო ძლიერად ვაქცევთ, ვიდრე ოდესმე ყოფილა“,- წერს ტრამპი „ტვიტერზე“.