ბოტანიკური ბაღის ლოგო შეიქმნა.
Zugdidi Daily
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესარჩევი დროებითი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 12 საუკეთესო ნამუშევარს შორის გამარჯვებული გამოავლინეს.
რჩეული ნამუშევრის ავტორი გახლავთ ცოტნე ბურდული. ის 2000 ლარს მიიღებს. ლოგოს მთავარი სიმბოლო ბზა და ბაღის დაარსების წელია. ამასთან, მასზე დადიანების სასახლის კონტური იკვეთება. 1840 კი დადიანების საგვარეულო ბაღიის დაარსების თარიღად მიიჩნევა.
„დაახლოებით 70 ვარიანტი გვქონდა, მათი შეფასება იყო დახურული, კომისიის წევრებს მხოლოდ ნიმუშების გვქონდა და არ ვიცოდით ნამუშევრების ავტორები ვინ იყვნენ, ჯერ გამოვლინდა მათ შორის 12, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა, შემდეგ აქედან მოხდა საუკეთესოს არჩევა, რომელიც დღეს გამოვლინდა, ავტორია ცოტნე ბურდული, რომლის შესახებაც დღეს გავიგე“, -აცხადებს „ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტოი, ზვიად ქარჩავა.
ბოტანიკური ბაღის ლოგოს შესაქმნელად საკონკურსო პირობები მიმდინარე წლის მარტში განისაზღვრა.
#ზუგდიდი
#ბოტანიკურიბაღი
#ბაღისლოგო
#რჩეულინამუშევარი
#მთავარისიმბოლო
#zugdididaily