ლელოს ლიდერები სამართლებრივი სისტემის გაუმართაობაზე საუბრობენ

On.ge

ლელოს ლიდერებმა ანა ნაცვლიშვილმა და კახა კოჟორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე 2018 წლის 6 ივლისს მოკლულ თორნიკე მერებაშვილის გამოუძიებელ საქმეზე ისაუბრეს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ აცნობეს, რომ საგამოძიებო ორგანოებს საქმე არასწორი მიმართულებით მიჰყავთ. ლელოს თქმით, მერებაშვილის რეალური მკვლელი თავისუფალია, ხოლო სასჯელს ის ადამიანი იხდის, რომლის ბრალეულობაც არ დასტურდება. https://on.ge/story/61901-%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის, თქმით, მერებაშვილისა და შაქარაშვილის საქმეებში ერთი და იგივე პროკურორი ფიგურირებს, რაც სისტემის გაუმართაობაზე მეტყველებს — იმ სისტემის, რომელიც უნდა შეიცვალოს და გამოუძიებელი საქმეები ერთხელ და სამუდამოდ გაიხსნას. #News