იაპონიის ხელისუფლება ტურისტებს ტალონებს ურიგებს
Tbilisi Daily
იაპონიაში ხელისუფლებამ ტურისტებისთვის სუვენირების საყიდლად და რესტორნებში სტუმრობისთვის ტალონების დარიგება დაიწყო. ამის შესახებ ტელეარხ NHK-ს ქვეყნის პრემიერმა, შინძო აბემ განუცხადა
მისი თქმით, შიდა ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამა არ ვრცელდება მხოლოდ ტოკიოზე, სადაც COVID-19-ის შემთხვევების მკვეთრი მატება შეინიშნება.
პროგრამის თანახმა, რაც უფრო გრძელვადიანია მოგზაურობა, მით უფრო მეტი ეკონომიის საშუალება ექნება შიდა ტურისტს სახელმწიფო სუბსიდიების ხარჯზე.
შინძო აბეს თქმით, იაპონიის მთავრობას ეკონომიკური საქმიანობის სერიოზულ აღდგენაზე უჭირავს კურსი და მის ცვლილებას არ აპირებს.