თბილისში ნარკორეალიზაციის სქემაში ბავშვი ჰყავდათ ჩართული - სპეცოპერაცია ფონიჭალაში
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ამ წუთებში, სპეცოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციანარკოდანაშაულს უკავშირდება, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვიც იყო ჩართული.
დაკავებულია სამი პირი, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი განმარტებები მოგვიანებით გაკეთდება.