სელფს ჯგუფურად Iphone-ით მალე დისტანცირებითაც გადაიღებთ
Tbilisi Daily
ჯგუფურ სელფს Iphone-ით მალე დისტანცირებითაც გადაიღებთ. Apple-მა "სინთეზური ჯგუფური სელფების" შემქმნელ პროგრამაზე პატენტი 2 ივნისს მოიპოვა. ამ ფუნქციით სოციალური მედიისთვის ჯგუფური სელფების გადაღებას მაშინაც კი შეძლებთ, თუ მეგობრებთან შეხვედრას სოციალური დისტანცირების წესების დაცვის გამო ერიდებით.
საპატენტო განაცხადის თანახმად, Apple-ის მოწყობილობის მფლობელს შეეძლება მეგობრები საერთო ფოტოს გადასაღებად ვირტუალურად დაპატიჟოს, რის შემდეგაც ახალი ფუნქცია ყველას გამოსახულებას ერთ ფოტოში გააერთიანებს.
სელფი შეიძლება შეიცავდეს როგორც უკვე გადაღებულ ფოტოებს, ასევე ლაივსტრიმის დროს დაჭერილ კადრებს. მომხმარებლებს იმის შესაძლებლობაც ექნებათ, რომ ჯგუფურ ფოტოსთან ერთად თავდაპირველი სელფიც შეინახონ ან დაამუშაონ ფოტო სურვილისამებრ: მაგალითად, ადგილი შეუცვალონ კადრში საკუთარ გამოსახულებას.
მართალია, სოციალურად დისტანცირებული სელფის იდეა დღევანდელი სიტუაციისთვის ზედგამოჭრილია, მაგრამ ეს კონცეფცია გლობალური პანდემიის გათვალისწინებით არ შემუშავებულა. Apple-მა პატენტზე განცხადება ჯერ კიდევ 2018 წელს შეიტანა.
Apple
iPhone სელფი ინოვაცია
tbilisidaily