ვის ემუქრება კიმ ჩენ ინის და

Tbilisi Daily

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და კიმ იო ჩჟონი სამხრეთ კორეას დაემუქრა. ამის შესახებ ABC News იტყობინება. „ვფიქრობ, დროა სამხრეთ კორეის ხელისუფლებასთან ყოველგვარი ურთიერთობა გავწყვიტოთ. მე მივეცი განკარგულება შესაბამის უწყებებს, მტრული სახელმწიფოს წინააღმდეგ შემდეგი ნაბიჯები გადადგას. ჩვენი შეიარაღებული ძალები განსაზღვრავენ, როგორ ვუპასუხოთ მათ პროპაგანდისტულ კამპანიას,“-აღნიშნა კიმ ჩენ ინის დამ, რომელიც ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მაღალ პოსტს იკავებს და ფხენიანის ლიდერის შემდეგ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია.