ლატვიამ პროპაგანდისტული Russia Today-ის მაუწყებლობა მის ტერიტორიაზე აკრძალა
Headline
ლატვიის ელექტრონული მედიის საბჭომ (NEPLP) ქვეყნის ტერიტორიაზე Russia Today-ის (RT) შვიდი სატელევიზიო არხის მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია საბჭოს ვებ-გვერდზე სამშაბათს, 30 ივნისს გამოქვეყნდა.
მაუწყებლობის აკრძალვა იმოქმედებს RT-ზე, RT HD-ზე, RT Arabic-ზე, RT Spanish-ზე, RT Documentary HD-ზე, RT Documentary-სა და RT TV-ზე, რომლებიც ლატვიური სპეცსამსახურების შეფასებით, დასავლეთ ევროპაში რუსული პროპაგანდის ყველაზე გავლენიანი სატელევიზიო არხებია.
აკრძალვის ოფიციალური მიზეზი ისაა, რომ ეს მაუწყებლები დიმიტრი კისილიოვის მიერ “კონტროლდება”, რომელსაც, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უარყოფის გამო ევროკავშირის სანქციები აქვს დაწესებული. გარდა ამისა, ზემოხსენებულმა სატელევიზიო არხებმა ლატვიას არაერთხელ უწოდეს “შეუმდგარი” სახელმწიფო.
“ჩვენს მიერ მოპოვებული მტკიცებულებები უმძიმესია და ევროკავშირის ყველა მარეგულირებელს ვთხოვთ, აიღონ მაგალითი და შეზღუდონ RT-ის მაუწყებლობა თავიანთ ტერიტორიებზე. აღნიშნული სატელევიზიო არხების ადგილი ლატვიისა და ევროკავშირის სივრცეში არ არის”, - განაცხადა NEPLP-ის თავმჯდომარემ ივარ აბოლინშმა.
მომზადებულია რატი ერისთავის მიერ.
Latvia
EU
Russia
television
propaganda
ban
headline