შემზღუდავი ღონისძიებების შემსუბუქებით, რეკომენდაციების იგნორი არ უნდა მოხდეს — გამყრელიძე

On.ge

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამო მიღებული შეზღუდვების შემსუბუქებთ რეკომენდაციების იგნორირება არ უნდა მოხდეს. ამ თემაზე გამყრელიძემ ბრიფინგზე ისაუბრა. "ის შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვითი რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იძლევა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა, მათი იგნორირება მოხდეს. ისევ და ისევ, მთავარი რეკომენდაცია — დარჩი სახლში, განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ხშირი ხელების დაბანა, სანიტაიზერებით დამუშავება, დისტანციის დაცვა, სოციალური დისტანცირება, ეს გახლავთ მთავარი", — თქვა ამირან გამყრელიძემ. #news #Covid19 https://on.ge/story/55297-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%A6%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AE%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94