კორონავირუსის 72-ე შემთხვევა კახეთში

Tbilisi Daily

კახეთში კორონავირუსის 72-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ორგანიზმში ვირუსის არსებობა სიღნაღის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალს დაუდასტურდა. დაინფიცირებულს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს და მას თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. ეპიდემიოლოგები ქალის კონტაქტების და წყაროს დადგენაზე უკვე მუშაობენ. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 9753 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5235 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 62 პაციენტი.