სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და დაფინანსება 8000 ლარით იზრდება  

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტების სია ფართოვდება და დაფინანსება იზრდება. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით,ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის (ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია) წლიურად ასანაზღაურებელი თანხა 8000 ლარით გაიზარდა. თამარგაბუნიას განმარტებით, მოქალაქეები სერვისებს ზედმეტი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მიიღებენ. ''დღეს, 1 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრო იწყებს ონკოლოგიური პაციენტების ახალი პროგრამის განხორციელებას.მოქალაქეებს, რომლებსაც სჭირდებათ ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტები, შესაძლებლობა ექნებათ ეს სერვისები სრულიად უფასოდ მიიღონ. პროგრამის ფარგლებში ცვლილება შეეხო დაფინანსების თანხას და გაიზარდა8000ლარით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიარის ბაზისური პაკეტით მოსარგებლეები, ვისთვისაცაქამდე განსაზღვრული შეღავათიშეადგენდა 12 000 ლარს და არის მეორე ჯგუფი, შედარებით გაფართოებული პაკეტის მფლობელების,რომელშიც შედიან ბავშვები, პენსიონერები შშმ პირები - მათთვის განსაზღვრული თანხა იყო 15 000 ლარი. დღეის მონაცემებით 8000 ლარი ემატება ორივე პაკეტს. იქნება კოორდინირებული მუშაობა საყოველთაო ჯანდაცვის და ასევე რეფერალური პროგრამის ფარგლებში. პაციენტს არ მოუწევს ზედმეტი პროცედურების გავლა. ეს იქნება მნიშვნელოვანი შეღავათი ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისთვის, ასეთი კი წლის განმავლობაში38 000 მეტია“, - განაცხადა გაბუნიამ.