McCartney III - პოლ მაკარტნის ახალი ალბომი

Tbilisi Daily

ალბომს McCartney III ჰქვია და ის ალბომების ტრილოგიის მესამე ნაწილია და გაგრძელებაა McCartney I-ის და McCartney II-ისა, რომლებიც მომღერალმა 1970-იან და 1980-იან წლებში მარტო ჩაწერა. ახალ ალბომში 11 სიმღერა შედის. "ყოველდღე ვიწყებდი ჩაწერას იმ ინსტრუმენტით, რომელზეც სიმღერა დავწერე და შემდეგ თანდათანობით ვამატებდი ყველაფერს, ეს ძალიან სახალისო იყო," - იხსენებს მაკარტნი. "საქმე ეხებოდა საკუთარი თავისთვის მუსიკის შექმნას, და არა იმისთვის რომ საქმე გაკეთებულიყო. ამიტომ მე უბრალოდ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც წარმომედგინა. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ამით ალბომი შეიქმნებოდა".