,,სიმწრით მიიღეს,ერთი საათი ვრეკავდით, ადგილი არ იყო..."

Kutaisi Daily

ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი 27 წლის მაგდა ძოწენიძის დედა აცხადებს, რომ მისი შვილის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა, მიზეზი კი კლინიკებში ადგილების არარსებობა გახდა. როგორც ოჯახში აცხადებენ, 27 წლის ქალს სიმპტომები რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა, ის სავარაუდოდ, დედისგან დაინფიცირდა. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, მათ 112-ში ცხელ ხაზზე ეუბნებოდნენ, რომ კლინიკაში ადგილები არ იყო, რის გამოც მკურნალობა სახლში გააგრძელეს. მათივე თქმით, 31 ოქტომბერს პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა, ის ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში მოათავსეს, თუმცა მკურნალობა დაგვიანებული აღმოჩნდა და ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ამასთან, როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ახალგაზრდა ქალს თანმდევი დაავადებები არ ჰქონდა. მათი თქმით, კორონავირუსზე ტესტის პასუხიც დაკრძალვის შემდეგ გახდა ცნობილი. ოჯახში აცხადებენ, რომ გარდაცვალების შემდგომი პროცედურებიც არ ჩატარდა სათანადოდ. კერძოდ, ცხედარი სახლში სპეციალური შეფუთვის გარეშე მიასვენეს და დაკრძალვის შემდეგაც არ მომხდარა სახლის დეზინფექცია. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #ახალიამბები #კორონავირუსი #გარდაცვალება #kutaisidaily ipn.ge