მუსლიმმა მრევლმა ყურბა-ბაირამის ლოცვა ღია ცის ქვეშ შეასრულა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღესყურბან-ბაირამია. დღესასწაული რამადანისთვის დამთავრებისთანავე იწყება და სამ დღეს გრძელდება. ბათუმის მეჩეთში მომლოცველები ტრადიციულად დილით ადრე 6 საათზე შეიკრიბნენ.
ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა.მუსლიმების ნაწილი ისევ ქუჩაში ლოცულობდნენ.
დღეს მრევლს სიტყვით მუფთმა ადამ შანთამ მიმართა. დღესასწაული მრევლს ოფიციალურმა პირებმაც მიულოცეს.
მუსლიმი მრევლი, რომელიც ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას ითხოვს სალოცავად ღია ცის ქვეშ შეიკრიბა. მათთან ''ევროპული საქართველოს'' ლიდერი გიგი უგულავა მივიდა და დღესასწაული მიულოცა.