რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 ათასს უახლოვდება
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142467
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 100 ათასს უახლოვდება. პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად, ქვეყანაში ბოლო 24 საათში დაღუპულთა რიცხვმა 100 გადააჭარბა. შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 972-მდე გაიზარდა, მათ შორის 70-ზე მეტი ექიმია.
საყოველთაო იზოლაციის რეჟიმი რუსეთში 11 მაისამდე გაახანგრძლივეს. ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ შეუძლებელია მკაცრი ზომების შემსუბუქების, მათ შორის საზღვრების გახსნის, ზუსტი თარიღის დასახელება.