„დრიმლენდ ოაზისში“ აღებული 940 პირის ტესტის პასუხი უარყოფითია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
სასტუმროდ 'დრიმლენდ ოაზისში' აღებული 940 პირის ანალიზის პასუხი უარყოფითია. ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს სასტუმროს მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ დაუდასტურა.
მისივე ინფორმაციით, სტუმრებს უფლება აქვთ დატოვონ სასტუმროს ტერიტორია.
'ამ ეტაპისთვის ყველა ტესტის პასუხი არის უარყოფითი. 940 კაცი, რომლის ტესტირებაც ჩატარდა ყველას პასუხი უარყოფითია და ყველა ჯანმრთელია.ის 5 პირი რომლებსაცსაფრთხე აღენიშნებოდათ, რადგან შემხებლობა ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, კარანტინის ზონაში არიან გადაყვანილებიდა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. არცერთს არ აღენიშნება კოვიდინფიცირების საფრთხე, მაგრამ საჭიროა ისინი ამ ეტაპისთვის იყვნენ კარანტინში.
დანარჩენი ყველა ჩვენი სტუმარი, არის თავისუფალი, რადგან არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა კოვიდინფექცია.ჩვენთან არანაირი რისკი არ არსებობს კოვიდინფიცირების, ძალიან გვიხარია, ბედნიერები ვართ და უკვე შეგვიძლია ჩვენი სტუმრები გავაცილოთ და მივიღოთ სხვა ახალი სტუმრები' - განაცხადა სასტუმროს მენეჯერმა, გვანცა ხაინდრავამ.