სოფელ ბუკნარში ხმაური და დაპირისპირება იყო - მობილიზებული პოლიცია
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მეორე დღეა სოფელ ბუკნარში ხმაური და დაპირისპირებაა.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მუსლიმი თემისთვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად მოქალაქეები სხვადსხვა რეგიონიდან შეიკრიბნენ. ადგილზე იმყოფებოდნენსამლოცველოს მოწყობის მოწინააღმდეგებიიც.
მუსლიმი თემის წარმომადგენლებმაპოლიციის ცოცხალი ჯაჭვი გაარღვიეს და სოფლის ცენტრისკენ გადაინაცვლეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყვნენ სამლოცველოს მშენებლობის მოწინააღმდეგეებიც და სწორედ ამიტომპოლიცია მათ გადაადგილების საშუალებასარ აძლევდა. სამარტალდამცველებისწინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გადაინაცვლეს ცენტრისკენ, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
მუსლიმი თემის წარმომადგენლები აჭარიდანაც ჩავიდნენ. ისინი ამბობენ, რომ იზიარებენ მათი მეგობრების მოთხოვნებს. ამბობენ, რომ ადამიანებს თავისუფლად ლოცვის საშუალება უნდა ჰქონდეთ.
''გზარომ ჩაგვიხერგეთ ეს უპატივცემულობაა. თავისუფლებას გვიზღუდავთ და ეს არ შეიძლება''...
''სადაც გვინდა იქ ვილოცებთ, ეს ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს ჩვენი ინტერესის სფეროში არ შედის'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
დღეს მოქალაქეები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი მთავარი მიზანია დაიწყოს აქტიური დისკუსია, თუ როგორ უნდა მოხდეს შექმნილი ვითარების განმუხტვა.მოსახლეობასთან ცოტა ხნის წინ გუბერნატორი მივიდა.
ადგილობრივების თქმით, დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.
ამ წუთებში ადგილზე სიმშვიდეა. სოფელ ბუკნარში რჩებიან სამართალდამცველები და მუსლიმი თემის წარმომადგენლები.