"მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ,უფრო კარგად,ვიდრე აქამდე."

Batumi Daily

2019 წლის ივნისმა ყველაზე მეტად 19 წლის მაკო გომურის ცხოვრება შეცვალა. თვალში მოხვედრილი რეზინის ტყვიას ბევრი ოპერაცია მოჰყვა. დღეს მაკო მხოლოდ ერთი თვალით ხედავს სამყაროს, თუმცა საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას არ წყვეტს. იგი დღესაც მივა პარლამენტის შენობის წინ, თუმცა მანამდეც აქვს რაღაცები სათქმელი. მაკომ გუშინ საკუთარ სოციალურ ქსელში პატარა ბლოგი გამოაქვეყნა და იმ დღესთან დაკავშირებით საკუთარი ფიქრები გაგვიზიარა. გთავაზობთ ნაწყვეტს: “..მთელი ერთი წელია,ამის გარდა არაფერი ტრიალებს გონებაში. ბევრ რამეს ვუშვებ,ბევრ რამეზე ვიწყებ ფიქრს,ბევრ რამეს ვაკეთებ,მაგრამ 20 ივნისზე ფიქრით იწყება დღე და მთავრდება... ..გახარია, რამდენიც არ უნდა იძახო,რომ არ გახსოვს რა მოხდა და გავიწყდება,რამდენიც არ უნდა აპრავო რომ ჩვენი თვალებით შტურმი აარიდე მაგ წყეულ შენობას, სიმართლეს ვერ მოკლავ ჩემში,ვერც ხალხში. არასდროს იგივეს არ ვუსურვებ შენს შვილებს. მიახლივებულსაც კი. შენ კი იმას გისურვებ ორი თვალით დაინახო ის,რასაც მე ვხედავ ერთით. იქნებ შეძლო... ..მახსოვს და ერთი თვალითაც გხედავთ,უფრო კარგად,ვიდრე აქამდე.” #მაკოგომური #სირცხვილია #აქცია #batumidaily