გარდაცვალების ერთი და 360 ახალი ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა აჭარაში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა 177 კოვიდდადებითი პაციენტი.
გარდაიცვალა 1 პაციენტი, 61 წლის ქალი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პაციენტი შეიყვანა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტი გარდაიცვალა 2 ოქტომბერს გვიან ღამით. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აჭარაში კოვიდკლინიკებში მკურნალობას გადის 460 პაციენტი. რეანიმაციაში მოთავსებულია - 24 პაციენტი.
Covid სასტუმროებში-784 უსიმპტომო პაციენტია.
აჭარაში ბინაზე 1000 პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 9 სამედიცინო დაწესებულება (კოვიდ კლინიკა, ცხელების ცენტრი). რეგიონში კლინიკებში 600-ზე მეტი საწოლია, აქედან თავისუფალია - 64.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30871689.html
#ახალი_ამბები
#twitter