ჯორჯ ბუშმა ჯო ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

Tbilisi Daily

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა დემოკრატ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ”ჯო ბაიდენს გულთბილი მილოცვა გავუგზავნე და მადლობა გადავუხადე იმ პატრიოტული გზავნილისთვის, რომელიც მან გასულ ღამეს გამოთქვა. ასევე ვესაუბრე კამალა ჰარისს და მომავალ ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მივულოცე. ”მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოლიტიკური უთანხმოებები გვაქვს, ვიცი, რომ ჯო ბაიდენი კარგი ადამიანია, რომელმაც არჩევნები მოიგო და მიეცა შესაძლებლობა წარმართოს და გააერთიანოს ჩვენი ქვეყანა. მე მას შევთავაზე იგივე, რაც პრეზიდენტებს ტრამპსა და ობამას: ჩემი ლოცვა მათი წარმატებისთვის და დავდე პირობა, რომ მათ ყველანაირად დავეხმარებოდი”, - ნათქვამია ჯორჯ ბუშის განცხადებაში. ბუშმა ასევე განაცხდა, რომ დონალდ ტრამპს და მის მომხრეებს "მძიმე კამპანიის" მშვიდობიანად წარმართვა მიულოცა და დასძინა, რომ ტრამპის ამომრჩეველთა "ხმა არჩეული რესპუბლიკელების მეშვეობით (კონგრესმენები და სენატორები), მთავრობის დონეზე აუცილებლად გაიჟღერებს".