ახრა ავიძბა პატიმრობიდან გაათავისუფლეს

Sokhumi Daily

ოკუპირებული აფხაზეთის "სასაზღვრო დაცვის" მოთხოვნების დაუმორჩილებლობის გამო ადლერის რაიონულმა სასამართლომ გაათავისუფლა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე ახრა ავიძბა. ახრა ავიძბა 2 ოქტომბერს ათი დღით დააკავეს. მან საჩივარი შეიტანა, რომელიც 6 ოქტომბერს ადლერის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული წესის დარღვევის გამო დაპატიმრების ვადა 10 დღიდან 9 დღემდე შეუმცირდა. ამ ეტაპისთვის ავიძბას არ აქვს უფლება დატოვოს რუსეთის ტერიტორია მანამ, სანამ "სასამართლო" დაასრულებს გამოძიებას საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე. ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით 200 ათას რუბლამდე, ხელფასის ან მსჯავრდებულის ნებისმიერ სხვა შემოსავლის ჩამორთმევით 18 თვით ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლით. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა