გიორგი გახარია მეზღვაურებს - გლობალური პანდემიის პირობებში, თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო ეკონომიკა გაჩერდებოდა

Tbilisi Daily

გლობალური პანდემიის პირობებში, მოგეხსენებათ, მეზღვაურის საქმიანობა, საზღვაო გადაზიდვები ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ რომ არ იყოთ, მსოფლიო გაჩერდებოდა, ეკონომიკა გაჩერდებოდა, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში შეკრებულ მეზღვაურებს და მათ პროფესიული დღე მიულოცა. „საქართველოს დღეს დაახლოებით, 12 ათასზე მეტი მეზღვაური ჰყავს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების დროშების ქვეშ შრომობენ ქვეყნისთვის, გლობალურად - ვაჭრობისა და ეკონომიკის განვითარებისთვის და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ახლა ზღვასია, მინდა ეს დღე მივულოცო, ვუსურვო ჯანმრთელობა და სინ მშვიდობით დაბრუნება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შავი ზღვა ამ ქვეყნის მომავალი, ჩვენი ბედი და საქართველოს კარიბჭეა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.