პრემიერი სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშს პარლამენტს 22 ივნისს წარუდგენს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დახურვამდე ორი დღით ადრე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წინაშე სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშით წარსდგება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 22 ივნისს, სავარაუდოდ, 13:00 საათზე ღარიბაშვილი პარლამენტარების წინაშე გამოვა. პროცედურის თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარასკევს, 24 ივნისს დაიხურება. საშემოდგომო სესია კი გაიხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს (6 სექტემბერს).
https://www.radiotavisupleba.ge/a/31906434.html
Source: radiotavisupleba.ge