პროკურორს მიაჩნია, რომ შაქარაშვილის საქმეზე ადვოკატი პროცესს აჭიანურებს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
მტკიცებულებების გაცნობის მოტივით 20 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის გადადებას პროკურატურა ადვოკატის მხრიდან საქმის გაჭიანურების სურვილით ხსნის. ამის შესახებ პროკურორმა, ნანა გუგუტიშვილმა სხდომის გადადების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება თითოეული ბრალდებულისა და კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება", - განაცხადა პროკურატურამ.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში შაქარაშვილის საქმე დღესაც განიხილებოდა. იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ადვოკატმა უარი თქვა პროკურატურის მოთხოვნას დათანხმებოდა და ხელი მოეწერა გაუთქმელობაზე, ის საქმეს ჩამოაცილეს და მის ნაცვლად ბრალდებულს სახაზინო ადვოკატი დაუნიშნეს. საქმის გადადება სწორედ ამ სახაზინო ადვოკატმა საქმის გაცნობის მოტივით მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან, ექვსი არასრულწლოვნის საქმე გამოძიებამ ცალკე გამოყო. ამ ექვსი ბრალდებულიდან ოთხს, ნ.ც.-ს, ლ.შ.-ს, ნ.ქ.-ს, გ.მ.-ს, გამოძიება ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ძალადობაში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ხოლო ორ ბრალდებულს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს, გარდა ამ მუხლებისა, გამოძიება ედავება 109-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30803920.html
#ახალი_ამბები
#twitter
#გიორგი_შაქარაშვილის_საქმე