რუსეთის 41 რეგიონში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
13 სექტემბერს რუსეთის 41 რეგიონში ტარდება დგილობრივი ხელისუფლების ორგანოების და მუნიციპალიტეტების დეპუტატებისა არჩევნები, რომელიც მმართველი „ედინაია როსიასთვის“ სერიოზულ გამოცდას წარმოადგენს ხელისუფლების პოპულარობის მკვეთრი ვარდნის ფონზე.
მომავალ წელს რუსეთის მმართველ პარტიას წინ ელოდება უფრო რთული გამოცდა - საერთო-ეროვნული არჩევნების სახით.
კორონავირუსის გამო რუსეთში წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნები 3 დღის განმავლობაში, 11-13 სექტებერს ტარდება. პირველი ორი დღე ითვლება დამატებით, ხოლო 13 სეტემბერი - კენჭისყრის ძირითად დღედ.
მიმდინარე არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ხმის უფლების მქონე 35 მილიონი მოქალაქე.
ხმის მიცემის პროცესისადმი თვალის სადევნებლად რუსეთის ხელისუფლებას არ მოუწვევია ეუთოს სადამკვირვებლო მისია.
არჩევნების მსვლელობას მხოლოდ ადგილობრივი დამკვირვებლები აკვირდებიან.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30836057.html
#ახალი_ამბები
#twitter